ვაზის ტერასული კულტურა მესხეთში
საქართველოს მიწა-წყალი უდიდესი მრავალფეროვნებით ხასიათდება და მეურნეობის მრავალი დარგის აღმოცენებასა და განვითარებას უწყობს ხელს. უძველესი და მაღალი კულტურული ტრადიციების მქონეა საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი კუთხე – მესხეთი. მის მეურნეობაში წამყვანი ადგილი მიეკუთვნება მიწათმოქმედებას. ტერასული მეურნეობა მესხეთის მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომლის ეთნოგრაფიული შესწავლა მრავალ საყურადღებო მასალას გამოავლენს. მეურნეობის ტერასული ფორმა მესხეთში შეპირობებულია ამ კუთხის გეოგრაფიულ თავისებურებებთან, […]
