მესხეთის უძველესი ვაზის აღორძინება
ჩვენ შესახებ
„ნათენაძის მარანი“ არის ნატურალური ღვინის პიონერული პროექტი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ისტორიულ მხარეში — მესხეთში (სამცხე-ჯავახეთი). გიორგი ნათენაძის მიერ დაარსებული მარანი ეძღვნება მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, თუმცა თითქმის მივიწყებული მეღვინეობის რეგიონის აღორძინებას.
ყველა ღვინო იწარმოება ტრადიციული ქართული ქვევრის მეთოდით, მინიმალური ჩარევით, ველური და ბუნების მიერ გაზრდილი ყურძნისგან.
მარანი
მესხეთი მაღალმთიანი, მშრალი კონტინენტური ვულკანური რეგიონია, ძირითადად ბაზალტის ქვებითა და კირქვიანი ნიადაგით.
თამარის ვაზი
ყურძენი დაკრეფილია მესხეთის მიტოვებულ, უძველეს ნასოფლარებში, ველურად გადარჩენილი მრავალწლოვანი ვაზებიდან, ძალიან მცირე რაოდენობით.
ღვინო დავარგდა ქვევრში 6 თვის განმავლობაში, ჭაჭაზე დაყოვნებით, კლერტის გარეშე, ველურ საფუვრებზე. ღვინო არის გაუფილტრავი. ეს არის ძალიან იშვიათი, უგემრიელესი და მართლაც დაუჯერებელი ღვინო, ახლა უკვე ჩვეულებრივ ფასზე ნახევარ ფასად!


