რეგიონის ისტორია – მესხეთი

მრავალი ქართველი მეცნიერის მოსაზრებით, სამხრეთ საქართველოში მდებარე მესხეთი (დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) თავად ქართული ღვინის აკვანია.

რეგიონმა თითქმის ოთხსაუკუნოვანი ოსმალური ოკუპაცია გადაიტანა, რომლის დროსაც ვენახები განადგურდა, მეღვინეობით განთქმული სოფლები დაიცალა, ხოლო ადგილობრივი ენდემური ვაზის ჯიშები თითქმის აღიგავა პირისაგან მიწისა. შედეგად, მესხეთი ასწლეულების განმავლობაში გაუჩინარდა საქართველოს მეღვინეობის რუკიდან.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გიორგი ნათენაძემ თურქეთის საზღვართან მდებარე მიუვალ მთის ტყეებში არაერთი ექსპედიცია მოაწყო, სადაც ხეებზე ბუნებრივად ასული უძველესი ველური ვაზები აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი 100–200 წელზე მეტს ითვლის, ხოლო ერთი გამორჩეული ვაზის ასაკი 400 წელს აჭარბებს და იგი დღემდე ისხამს ნაყოფს.

დღეისათვის აღმოჩენილია 40-ზე მეტი იშვიათი ვაზის ჯიში, რომელთაგან 24 უკვე იდენტიფიცირებულია და კვლავ გამოიყენება მეღვინეობაში.